პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს

თბილისი (BPI) – საპენსიო სააგენტოს აუდიტის ჩატარების სურვილს სამი კომპანია გამოთქვამს.

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ჩატარების სურვილს სამი აუდიტორული კომპანია გამოთქვამს. საკონკურსო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი  დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები გაიხსნა.

კონკურში მონაწილეობს  KPMG Georgia, “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი” (PWC) და  “დელოიტი და ტუში”(Deloitte).   სხდომაზე ითქვა, რომ კომპანიების მიერ წარმოდგენილი  ფინანსური წინადადები კომისიის შემდეგ სხდომაზე გაიხსნება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.  როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“-მ განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …