პარიზი ერთი დღით ავტოსატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, მე-8-ედ გამართული ღონისძიების „პარიზი სუნთქავს“ ფარგლებში დღის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო მოძრაობისთვის გადაიკეტა.

პარიზის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების „პარიზი სუნთქავს“ ფარგლებში, რომელიც წელს მე-8 გაიმართა, ქალაქი ადგილობრივი დროით 11.00-დან 18.00 საათამდე ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა.

სკუტერებით, როლიკებითა და სკეიტბორდებით მოსარგებლეებმა, ქალაქის უმანქანო ქუჩებით ისიამოვნეს.

ცნობილი გახდა, რომ მძღოლები, რომლებიც პარიზში აკრძალვას არ დაემორჩილებიან, 135 ევროთი დაჯარიმდებიან.

აკრძალვა არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტის მანქანების, ტაქსებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს, თუმცა საგზაო მოძრაობაში ნებადართული სიჩქარის ლიმიტი შემცირდა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …