პაპუნა ლეჟავამ საფინანსო სექტორს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია წარუდგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებთან 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2021 წლის გამოცემა წარადგინა.

პაპუნა ლეჟავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ეროვნული ბანკის  ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც საზედამხედველო დოკუმენტით არის განსაზღვრული. მისი თქმით, საზედამხედველო სტრატეგია ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისათვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, ეროვნული ბანკის სამომავლო გეგმებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდასა და დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტის 2021 წლის გამოცემით უცვლელი დარჩა ეროვნული ბანკის 2020 წლის სტრატეგიის დოკუმენტით განსაზღვრული საზედამხედველო პრიორიტეტები. ესენია:

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2020 წლის საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების სტატუსებზე, ხოლო შეხვედრის ბოლოს მოისმინა სექტორების წარმომადგენელებისა და ექსპერტების შეკითხვები და მოსაზრებები.

“დღეს, საფინანსო სექტორს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული საზედამხედველო სტრატეგია წარვუდგინეთ. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის უაღრესად მნიშნველოვანია სექტორის ჩართულობა მსგავსი სიახლეების წარდგენის დროს. ჩვენ მოვისმინეთ საფინანსო  სექტორის წარმომადგენლებისა და ექსპერტების შეფასებები. მოხარული ვარ, რომ დაინტერესება და ჩართულობა მაღალი იყო და რომ დადებითად შეფასდა ეროვნული ბანკის ღიაობა სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით.“ –  განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტი ყოველწლიურად გამოქვეყნდება, შესაბამისად, მსგავსი გაცნობითი ხასითის ღონისძიებებს რეგულარული ხასიათი ექნება.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …