პაატა ბაირახატარი: ისტორიაში პირველად ლიტრი რეგულარი საწვავის ფასი ₾2.49-ს გადაცდა

თბილისი (BPI) – საწვავის გაძვირებაზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს. ბაირახტარი აღნიშნავს, რომ საწვავი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა.

“ბოლო 2 თვეში საწვავი, საშუალოდ 22 თეთრით გაძვირდა. ერთი ლიტრი რეგულარის ფასი ისტორიაში პირველად გადაცდა 2.49 ლარს. „გილოცავთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საწვავი ასეთი ძვირი არასოდეს ყოფილა.

პ.ს. შემდეგ თვეში ველოდებით, ინფლაციის თარგეთიდან, კიდევ უფრო გადახრას”, – წერს ბაირახტარი.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …