თბილისი (BPI) – ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, – პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას რამდენიმე თვის მარაგები აქვს.
„საკმარისზე მეტი გვაქვს. ისევე, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან მიღებული, ასევე იმპორტირებული. ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. სამუშაო რეჟიმი არ არის განსაკუთრებულად დაძაბული. ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით ვმუშაობთ”
ჩვენი ძირითადი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ იგრძნოს, – პრემიერი, რადგან დეფიციტური მოთხოვნის საფუძველი ქვეყანაშის არ არსებობსმ, სურსათზე აჟიოტაჟურ მოთხოვნას შაბთ-კვირას უკავშიერებს და საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადების შიშს.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოდერაციის ფუნქცია შევასრულოთ. თქვენგან გვინდა, სასაწყობე ნაშთები იყოს შესაბამის რაოდენობით, სადისტრიბუციო ქსელში რომ პრობლემები არ შეიქმნას. მთავრობის ინფრასტრუქტურა მზად არის, რომ მოგეხმაროთ, ოღონდ პროდუქტი უნდა იყოს თაროზე, – მიმართა გახარიამ ბიზნესმენებს.