ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,777 მგზავრს მოემსახურა. (2019 ოქტომბერი – 89,647 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ოქტომბრის თვეში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 195 რეისს. ( 2019 ოქტომბერი – 298 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 22 მიმართულებით ოპერირებს.
“დღეის მდგომარეობით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს 22 მიმართულებით, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 18 მიმართულებით. ოქტომბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 166 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 31 ოქტომბრიდან ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ქუთაისიდან ბარსელონას, ვენისა და ბერლინის მიმართულებით აღადგინა პირდაპირი ფრენები. 15 დეკემბრიდან კი სრულიად ახალი, აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული რეისების შესრულება”,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 119 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 29 რეგულარული რეისი შესრულდება.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …