ოპოზიციის იაფი პოპულიზმი და პოზიციის პოზიცია

თბილისი (BPI) – ვინ არიან საპენსიო ფონდის წევრები, რომლებიც მოსახლეობის თანხებს განკარგავენ, – ოპოზიციის კითხვა პრემიერის შეფასებით პოპულისტურია, იაფფასიანი.

“გვარებიც ჩამოგითვალეთ ვინ იქნებიან ისინი. მოვიწვიეთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები.  ახლა სვამთ ამ კითხვას?! პოლიტიკურ პოპულიზმსაც აქვს თავისი ზღვარი. ეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესიტიციები ახსენეთ შეკითხვებში. ციფრებს მაინც შეხედეთ და ისე ისაუბრეთ. 2017 წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2018 წელი იყო საუკეთესო საერთო ინვესიტიცების ნაწილში და კითხვა რაში მდგომარეობს?  რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და იცით რატომ? იმიტომ, რომ იცით, რაზეც საუბრობთ და ამიტომ ვუწოდებ ამ ყველაფერს იაფფასიან პოპულიზმს. საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები შერჩეულია და მათი ვინაობა უახლოეს მომავალში დასახელდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …