შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხარჯების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა პანდემიამ იქონია – CIU Business Institute

საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, – აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის (​CIU Business Institute) მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ინფორმაციაში, რომელიც თავის მხრივ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა. როგორც ბიზნესის ინსტიტუტში განმარტავენ, რომ საანგარიშო პერიოდში სამომხმარებლო ხარჯის შემცირების მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წელს საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 7,4%-ით შემცირდა და 303 ლარი და 30 თეთრი შეადგინა.

ირკვევა, რომ 2020 წელს დაფიქსირებული ხარჯების საშუალო თვის მაჩვენებელი წინა სამი წლის მანძილზე დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე უფრო დაბალია.

“ზოგადად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხარჯების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პანდემიამ“. განმარტავენ CIU Business Institute-ში.

ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიური ხარჯი ბოლო მონაცემებით ქალაქში 44 ლარით მეტია სოფელთან შედარებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 9 წლის შემდგომ ქალაქსა და სოფელში ერთი მოსახლის მიერ გაწეული ხარჯი პირველად დაუახლოვდა ერთმანეთს ყველაზე მეტად.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ სოფელის და ქალაქის შენისავალი ერთ სულზე ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად დაუხლოვდა ასე ერთმანეთს და ძირითადი მიზეზი არის ის რომ 2020-ში ქალაქში მაცხოვრებლის შემოსავალი ბევრად მეტად შემცირდა (-6,9%) ვიდრე სოფელში მცხოვრების (-0,7%).

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი (CIU Business Institute) დაფუძნდა. ბიზნეს ინსტიტუტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“). CIU ბიზნესის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის, ბიზნესის, მდგრადი განვითარების, რისკ-მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. მომდევნო კვირიდან ბიზნესის ინსტიტუტი მიზნობრივ აუდიტორიას ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ უკვე მიაწვდის ინფორმაციას კვლევების, ანალიტიკის, პოლიტიკის დოკუმენტების, პროგნოზებისა და რეიტინგების სახით.

კვლევითი ინსტიტუტი ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში შექმნილი კვლევების ბაზარზე გატანის ორგანიზაციული მექანიზმების შემუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, დააფუძნებს აკადემიური სივრცისა (კსუ ბიზნესის ფაკულტეტის) და დარგების ერთობლივ კვლევით ლაბორატორიებს. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში CIU ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა დარგში წარმატებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნება ხუთი ლაბორატორია: მეწარმეობისა და ინოვაციების, ფინანსური განათლების, დუალური განათლების, მარკეტინგისა და ბიზნეს მედიის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში ჩართვისა და ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის“ ფარგლებში არსებულ მონაცემებზე წვდომის საშუალება სრულად ექნებათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებს. ამავდროულად, კვლევითი ცენტრი უპრეცედენტო მასშტაბის ინიციატივას „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შესთავაზებს კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელიც „ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ (Institute for New Economic Thinking) კონცეფციას დაეფუძნება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …