ოთარ დანელია ნატურალური რძის პროდუქტების წარმოების პრიორიტეტულობას აღიარებს

თბილისი (BPI) – პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ნატურალური რძის პროდუქტების და განსაკუთრებით ყველის წარმოება, სოფლის მეურნეობის სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

“ ხელისუფლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ამ სფეროში მეწარმეების მხრიდან ნებისმიერ ინიციატივას. ნატურალური რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის ნათელი მაგალითია საგადასახდო რეჟიმიც, რომელშიც ეს სფეროა მოქცეული“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, კვლავაც განსაკუთრებული ხელშეწყობა ექნება სოფლის მეურნეობის სფეროს ამ მიმართულებაში ინვესტიციების განხორციელებას.

დანალია ამბობს, რომ მალე დასრულდება რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ საკმაოდ სოლიდური საინვესტიციო პაკეტის მოზიდვის პროცედურა. „მიუხედავად კერძო სექტორის აქტივობისა აუცილებელია კვლავაც ინტენსიურად გაგრძელდეს სფეროს სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, რათა მოხდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ნატურალური რძითა და რძის პროდუქტებით“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნატურალური რძის პროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელება ბიზნესში ყველაზე რენტაბელური და მომგებიანი მიმართულებაა, სახელწიფოს მხრიდან ხელშეწყობის პროგრამები კი სფეროს სტიმულირებას და განვითარებას ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …