ოზურგეთში ცოცხალი საქონლის პირველი  სატრანზიტო ცენტრი აშენდა

თბილისი (BPI) – ოზურგეთში ცოცხალი საქონლის პირველი  სატრანზიტო ცენტრი აშენდა, სადაც როგორც მსხვილფეხა, ასევე წვრილფეხა საქონლის მიღება და 4000 სული პირუტყვის ერთდროულად განთავსება იქნება შესაძლებელი.

სატრანზიტო მარშრუტი ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით დაიწყება. საქონლის ჩამოტვირთვისა და ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაყვანის შემდეგ კი პირუტყვი სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაიგზავნება.

პროექტს კომპანია „აგრო პრაიმი“ ყაზახეთთან პარტნიორობით ახორციელებს. ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარია.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …