ნორიოში კერამიკული საწარმო გაიხსნება

თბილისი (BPI) – გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერამიკული ნაწარმის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 0,55 მლნ ლარია, დასაქმდება 20 ადამიანი.

საწარმო ევროპული ხარისხის კერამიკულ ნაწარმს (კრამიტი და მოსაპირკეთებელ ფილა) გამოუშვებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს როგორც საქართველოში არსებულ კერამიკისა და სამშენებლო ფილების მწარმოებელ ქარხნებს, ასევე სამშენებლო მასალების იმპორტიორ კომპანიებს.

პროექტი აწარმოე საქართველოში ფარგლებში დაფინანსდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …