“ნოვამ” თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით საწარმო განაახლა

თბილისი (BPI) – ბათუმში, შპს „ნოვამ“  განახლებული საწარმო გახსნა.

საწარმოში 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზები, დამცავი ბარიერები და სხვა პოლიეთილენის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი.

3 მლნ ევროს სესხი კომპანიას თიბისიმ და  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოუყო.

„ნოვა“  სესხიდან  15%-ს უკან  “ქეშ ბექის” სახით დაიბრუნებს.

კომპანია „ნოვა“   ეკოლოგიურად სუფთა, 100-დან 5000 ლიტრამდე მოცულობის,  პოლიეთილენის  წყლის ავზებს 2014 წლიდან აწარმოებს.  განახლებული საწარმოო ხაზებით კი კომპანია 10 000 ლიტრამდე მოცულობის პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებას შეძლებს. გარდა ავზებისა იტალიური დანადგარები, რომელიც როტაციული მეთოდით ქმნის პროდუქციას სხვადასხვა პოლიეთილენის ნაწარმის წარმოების საშუალებასაც იძლევა.

საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, რომელიც თიბისის და  EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, „ნოვამ“   დამატებით 10 საწარმოო ხაზი დანერგა.  მეტალოკრამიტის, პროფნასტილის სასახურავე მასალის, წყალსაწრეტი სისტემების,  მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის  არმირების პროფილების საწარმოო ხაზები კომპანიის თბილისის და ბათუმის ფილიალებში განთავსდა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …