ნოემბერში 2007 წლის შემდეგ რეკორდული ინფლაციაა

თბილისი (BPI) – წლიური ინფლაციის დონემ 2019 წლის ნოემბერში 7%-ს მიაღწია, ეს 2017 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონე 0.9%-ია.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით
0.% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასების 6.3%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ნოემბერში გასული
წლის ნოემბერთან შედარებით 4.9% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო
ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ხილი და ყურძენი (30.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი), რძე, ყველი და
კვერცხი (15.4 პროცენტი), თევზეული (14.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1
პროცენტი), პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5
პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები
(8.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის
წვლილმა წლიურ ინდექსში 0.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა დასვენების, გართობისა და კულტურის ხანგრძლივი მოხმარების სხვა საქონელზე (11.6 პროცენტი), ასევე გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (1.6 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული
პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო
საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით, რაც 0.32
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ
კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …