ნინო ლორთქიფანიძე და ტორესა მოსი – აქ.ახლა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

თბილისი (BPI) – თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ეროვნული მუზეუმის მკვლევარისა და არქეოლოგის – ნინო ლორთქიფანიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი – ტორესა მოსი იქნება.

ნინო ლორთქიფანიძე ვანის განახლებულ მუზეუმზე ისაუბრებს: რას ნიშნავს საქართველოს ისტორიისთვის და კულტურისთვის ვანის ნაქალაქარი; როდის და როგორ დაიწყო მისი კვლევა; რითია ის უნიკალური არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისთვის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში; როგორ დაარსდა 1985 წელს მუზეუმი და რა შესაძლებლობებს იძლევა ის დღეს განახლებული სახით; ასევე, როგორია მუზეუმის ახალი კონცეფცია და მომავლის ხედვა.

ნინო ლორთქიფანიძე, მამაზე – არქეოლოგსა და ანთროპოლოგზე, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელზე – ოთარ ლორთქიფანიძეზე ისაუბრებს, რომელსაც დღეს, 30 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდებოდა.

1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1985 წელს აკადემიკოსის ინიციატივით ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაფუძნდა, რომელშიც ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა ინახება.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალსა და ქუჩას, რომელზეც მუზეუმი მდებარეობს, ოთარ ლორთქფინაძის სახელი აქვთ მინიჭებული.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …