ნინო თანდილაშვილი: არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც პლასტიკს ჩაანაცვლებს

არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტიკს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ პლასტიკის ნარჩენების შემცირების მიზნით შემუშავებული რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.

„კერძოდ, იკრძალება პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით წარმოებისა), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. უკვე აპრილის შემდგომ ასეთი პროდუქტები აღარც დახლებზე, აღარც სუპერმარკეტებში აღარ დაგვხვდება და ჩანაცვლდება გარემოს დაცვის და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით უფრო უსაფრთხო ალტერნატივით“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ასევე აკრძალვა ეხება პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა პლასტიკის გამოყენების რეგულაციასთან დაკავშირებით აქტიურად განიხილება შესაბამის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. შეჯერებული პოზიციებით ეტაპობრივად მოხდება პლასტიკის გამოყენების შემცირება.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე აირჩია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე  აირჩია. …