ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დამცველის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მათგან მოისმინა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კუთხით არსებული გამოწვევები.
შეხვედრის მონაწილეების მიერ ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან სისტემური დარღვევების შესახებ.
ნინო გულეიშვილის ინიციატივით, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კომუნალური კომპანიების მონიტორინგის მიზნით, დაიგეგმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხმარებელთა ინტერესების დამცველის წარმომადგენლის ყოველკვირეული ვიზიტი. იგი ადგილზე გაეცნობა მომხმარებლების პრობლემებს, გაუწევს სამართლებრივ კონსულტაციებს და დაეხმარება მათ კომუნალურ კომპანიებთან არსებული პრობლემების მოგვარებაში.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …