“ნეტო აღრიცხვის სისტემის ზღვარი გაორმაგდება” – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “პოსტივის” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ენერგიის წილი გაორმაგდება და 8 პროცენტამდე გაიზრდება. მისივე თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში სისტემაში ჩართული აბონენტების რაოდენობა იზრდება, რაც საფუძველს ქმინდა, რომ მოცემული ზღვარი 4 პროცენტიდან გაზრდილიყო.

“ბოლო წლების განმავლობაში ნეტო აღრიცხვის ქსელში ჩართული აბონენტების რაოდენობა იზრდება. ამავდროულად გაზრდილია დადგმული სიმძლავრის მოცულობაც. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ჩვენ 100-დან 500 კილოვატამდე გავზარდეთ ნეტო აღრიცხვაში ჩართული სიმძლავრე, სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს წარმოებისთვის გამოიყენოს მზის სისტემები. 

არსებულ რეალობაში ჩვენ ეტაპობრივად მივუახლოვდით იმ ზღვარს, რაც დადგენილი იყო, სხვა სიტყვები რომ ვთქვათ, მთლიან მოხმარებაში რა შეიძლება ყოფილიყო ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ენერგიის წილი. ამდენად ძალიან მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობდა სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და ეს ზღვარი გაორმაგდება. შესაბამისად, ნაცვლად 4 პროცენტისა გახდება  8 პროცენტი”.აცხადებს დავით ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს  ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …