„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“ ბარმენთა ასოციაციას დაეხმარა

თბილისი (BPI) – „ეფეს საქართველო“, COVID-19-ის პანდემიის მძიმე ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, უმუშევრად დარჩენილ ბარმენებს დაეხმარა. კომპანიამ მხარი დაუჭირა პარტნიორ ორგანიზაცია „საქართველოს ბარმენთა ასოციაციას“ და მასთან თანამშრომლობით, უმუშევრად დარჩენილ 500-მდე წევრს  სასურსათო ვაუჩერი გადასცა.

ამ ეტაპზე, მთლიანობაში, „ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“, საკუთარი CSR-პროგრამის ფარგლებში, ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის, 200 თასი ლარზე მეტი დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ეფეს საქართველო“ STOPCOV ფონდს ფულადი სახსრებითაც დაეხმარა და ფონდში 50 ათასი ლარი გადარიცხა, ორი თვის მარაგი  სადეზინფექციო ხსნარი მიაწოდა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს. ამასთან, სახელმწიფოს, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 40,000 ლარამდე ღირებულების სწრაფი ტესტები (SARS-CoV-2) გადასცა. გარდა ამისა, „ფონდი ნატახტარის“ ბენეფიციარებს (მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს) ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესაბამისად უდგას გვერდში და უზრუნველყოფს: ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციებს, ბინის ქირის გადასახადს, აუცილებელ მედიკამენტებს,  დისტანციურად განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებს. ასევე, დამატებით ფულად დახმარებას უწევს ფონდის იმ ბენეფიციარებს, ვინც სამსახური დაკარგა. გარდა ამისა,  ბენეფიციარებს მუდმივად აწვდის სანდო ინფორმაციას ვირუსის პრევენციული ზომების შესახებ.  „ეფეს საქართველომ“ ასევე განსაზღვრა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და გადაწყვიტა მათი გახალისება, რისთვისაც  სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფონდების მეშვეობით, მათ ნატახტარის ლიმონათი გაუგზავნა. კომპანიის  აქციის ფარგლებში, 70+ ასაკის ადამიანებმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, “ცხელი ხაზი 144“-ის ცენტრის თანამშრომლებმა, კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და ჩვენმა საამაყო ექიმებმა საჩუქრად მიიღეს მათი საყვარელი ლიმონათი.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …