ნათია თურნავა TAV Georgia-ზე: ყურად იღო ჩვენი შენიშვნები

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრმა აეროპორტების გაერთიანების ახალ უფროსთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა.

ნათი თურნავა შედეგებით კმაყოფილია.

„ტავ ჯორჯიამ” ყურად იღო ჩვენი შენიშვნები, მიმდინარებს რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, წესრიგდება ინტერიერი, ავეჯი და ვიმედოვნებ, რომ პროცესი უფრო სწრაფად წავა წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ პროცესს”, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრმა გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს თამარ არჩუაძეს კონკრეტული დავალებებიც მისცა. “უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური დავალებაა, რომ დროულად დასრულდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება და ეს ასეც მოხდება.”

მისივე განცხადებით, შემოდგომიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გამტარუნარიანობას 4-ჯერ გაზრდის. მინისტრმა ქუთაისის აეროპორტის უპირატესობაზე – შედარებით დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეღვათიან ფასებში აძლევს მოგზაურობის საშუალებას – აღნიშნა.

„გარდა ამისა, პირველ რიგში, ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები, რათა უფრო კომფორტულად და უკეთესად ვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ასევე საკუთარ მოქალაქეებს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავამ რამდენიმე თვის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და მმარტველ კომპანიას შენიშვნებიც მისცა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …