ნათია თურნავა – ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის

„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებულია კერძო ინიციატივაზე, კერძო ბიზნესის დომინირებასა და მისი თავისუფლების პატივისცემაზე,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში ოთხი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ მოსმენაზე. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესს პირველ რიგში სჭირდება სტაბილური გარემო და სამართლიანი თამაშის წესები.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ და რა თქმა უნდა, უკვე ამის ფონზე, სიღარიბის დაძლევისკენ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო მეტად ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …