ნათია თურნავა: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 11 მლნ-ის პირგასამტეხლო აპატია

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაზე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და APM ტერმინალისთვის გაცემული დოკუმენტზე ისაუბრა. ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არანაირი წინაღობა ანაკლიის განხორციელებას არ ექნება და არასოდეს სახელმწიფო არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ანაკლიისთვის დამაზიანებელი.

მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული მნიშვნელობა არა მხოლოდ დეკლარირებულია, არამედ კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება. აღნიშნა, რომ არცერთ ინფრასტრქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს ასეთი დიდი მხარდაჭერა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორს 11 მლნ ლარზე მეტი პირგასამტეხლო აპატია.

თურნავამ ანაკლიის პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოს როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ კერძო ინვესტორს სახელმწიფო სთავაზობს 100 მლნ-ის სუბორდინირებულ სესხს, რომელსაც კომპანია თავისი წილი ვალდებულების შესრულების შემდეგ მიიღებს; ამავდროულად დაწყებულია 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები.

მინისტრმა ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით არაერთხელ გადავადებულ შეუსრულებელ ვალდებულებაზე აღნიშნა. „სახელმწიფომ 2017 წლის შემდეგ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და გადაუვადა ვალდებულების შესრულება, თუმცა ჯერ კიდევ ჩვენ კომპანიასთან ისევ ვიხილავთ ფინანსური შეკვრისა და სესხის მოზიდვის საკითხებს. სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მლნ ლარზე მეტი პირგასამტეხლო ვადების დარღვევის გამო“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ანაკლია დროულად ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და მიიღოს ტვირთები.

„ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში ვიხილავთ და განვიხილავთ ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ. ეს იმითაც დამტკიცა, რომ როდესაც ჩვენ მოგვმართა APM ტერმინალმა და ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თუნდაც მეორეხარისხოვანი დოკუმენტი, რომელიც რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სულ მცირე მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში, მშენებლობა რომ დაიწყო. 20-მდე სხვადასხვა მოპთხოვნაა საჭუირო იმისათვის, რომ მიიღო ნებართვა. მთავარია, რომ როგორც კი ჩემთვის გახდა ცნობილი, დოკუმენტი გავაუქმეთ, სახელმწიფო მოხელე, რომელმაც არ ჩამაყენა საქმის კურსშიგათავისუფლებულაი თანამდებობიდან,“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …