ნათია თურნავა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მელ კარვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს ბანკში არსებულ მიმდინარე საკითხებს და ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას.

“ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის ქმედებები მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახოს. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ვრცლად ვისაუბრეთ საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ბანკის სამომავლო გეგმებზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …