ნათია თურნავა: პრივატიზაცია რკინიგზას და ელექტროსისტემას არ შეეხება

თბილისი (BPI) – ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორიც რკინიგზა და ელექტროსისტემაა პრივატიზაცია არ შეეხება. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ისინი მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებენ მოსახლეობისთვის.

„თუმცა არსებობს სხვა უამრავი მცირე საწარმო, რომელთაც საწარმოს ფუნქცია უკვე დაკარგა, დახუნძლულია ვალდებულებებით და ეძებს  რეალურ მფლობელს. აქ  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოვიყვანოთ კერძო ბიზნესი, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გაჩერებული სახელმწიფო ობიექტები ავამოქმედოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით ნამდვილი გარღვევა გვჭირდება, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას.

მინიტრის თქმით, ქონების პრივატიზების, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზების მიმართულებით, მთავრობას წელს საკმაოდ ამბიცური გეგმები აქვს.

„მე ვიტყოდი, რომ ქონების პრივატიზების კუთხით ცუდად არ მივდივართ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ. პირადად მე არ ვარ კმაყოფილი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით გარღვევა სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების მხრივ მიუხედავდ იმისა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ნაწილში მივაღწიეთ დაჩქარებას. ამიტომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაში ჩვენ გვჭირდება ნამდვილი გარღვევა, ამისთვის მზად ვართ და აქტიურად ვიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …