ნათია თურნავა იმედოვნებს, 100 საინვესტიციო შეთავაზება ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე სასტუმროების აშენებას, მეურნეობების შექმნას და დასაქმების ზრდას ისურვებდა.

ნათია თურნავამ მასშტაბური პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ აუქციონი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად ინვესტორებს სახელმწიფო შესთავაზებს ყველა იმ ქონებას, რაც აქამდე არ იყო ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში.

„სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვა ობიექტები, დაახლოებით 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია.

მინისტრის თქმით, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს და ეს ძალიან მნიშვენლოვანია.

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე გეტყვით, რომ სია იქნება შევსებადი და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …