ნათია თურნავა ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურას შეხვდა.

ნათია თურნავამ ისაუბრა მონეტარულ პოლიტიკასა და მიმდინარე მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, ასევე, EIB-ის რეგიონულ წარმომადგენელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მაჩიე ჩურას მადლობა გადაუხადა ევროპის საინვესტიციო ბანკს გაწეული დახმარებისთვის და აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას. სწორედ EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, ეროვნული ბანკი კლიმატის სცენარების ანალიზის ჩარჩოს შეიმუშავებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოსთვის კლიმატის სცენარების შემუშავებას, ამ სცენარების პირობებში კომერციული ბანკების მოწყვლადობის შეფასებასა და კლიმატის სტრეს-ტესტირების ჩატარებას. პროექტი გასულ წელს დაიწყო და პირველ შედეგებს მიმდინარე წლის ბოლომდე ველოდებით. EIB-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ პროექტს და საქართველოს ფინანსური სისტემის “გამწვანების” მიმართულებით თანამშრომლობის სხვა საკითხებს მოიცავს. იმედი მაქვს, რომ EIB-თან მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …