ნათია თურნავა ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ტურიზმში არსებული გამოწვევების დაძლევის საკითხები ნათია თურნავამ  ამჯერად ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესთან ერთობლივი საუბარი გამოსავალზე, რომელიც შეარბილებს იმ  ნეგატიურ ეფექტს, რაც გამოწვევის სახით უდგას ტურიზმის ინდუსტრიას.

„ბრენდირებული სასტუმროების წარმომადგენლებთან ვიმსჯელეთ სხვადასხვა გამოსავალზე, ვიმსჯელეთ,  როგორ დავეხმაროთ მათ ლოგისტიკაში – იქნება ეს ახალი ფრენები, ჩარტერები, გარკვეული ტრანსფერების დაფინანსება, გარკვეული საფინანსო მხარდაჭერა და ჩვენი არსებული ფინანსური მექანიზმების ამისთვის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ დარგი დაბალანსებულად უყურებს პროცესს, საუბარია როგორც სხვადასხვა ბაზრიდან ტურისტების მოზიდვის  ახალ შესაძლებლობებზე,  ასევე ტრადიციული ბაზრის და მათ შორის რუსული ბაზრის შენარჩუნებაზე“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით,  საქართველო გახსნილი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, ის არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია და ბაზარი, მათ შორის რუსი ტურისტებისთვისაც.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …