ნათია თურნავა აშშ – ის ელჩს და USAID – ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, აშშ – ის ელჩს, კელი დეგნანს და USAID – ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსა, მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ამასთან, ყურადღება გაამახვილეს USAID – თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.

“დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დახმარებასა და მნიშვნელოვანი კონსულტაციების გაწევას. დასაფასებელია თქვენი ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ეროვნულ ბანკსა და აშშ – ის საელჩოს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა სებ – ის რეფორმებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ეროვნული ბანკი დგამს არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა ეროვნულ ბანკსა და USAID – ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს და USAID – ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ეკონომიკური განვითარების უდიდესი ხელშეწყობისთვის. უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდაში. ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …