ნათია თურნავამ EBRD-ის წარმომადგენელთან საქართველოში განახლებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) განახლებადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ენერგეტიკის მიმართულების დირექტორ აიდა სიტდიკოვას შეხვდა და მასთან საქართველოში განახილებადი ენერგიის ათვისების პოტენციალი განიხილა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური მხარდაჭერია. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, აგრეთვე ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ჰიდრო, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით.

EBRD – ის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქვა დაინტერესება, რათა აღნიშნულმა საფინანსო ორგანიზაციამ კვლავ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გლობალურ ტენდენციებს დეკარბონიზაციის მიმართულებით და აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …