პე ეს პემ რიგით მე-17 ოქროს ბრენდის ტიტული მოიპოვა!

“ოქროს ბრენდი“ საქართველოში არის მთავარი  ჯილდო  წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელიც პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული!

25 ივნისს, სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში, ბიზნესის ოსკარად წოდებული  ნომერ პირველი ოქროს ბრენდების რიგით მე -17  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ოქროს ბრენდების გამოვლენაში  მონაწილეობას ღებულობდნენ  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-ლექტორები, მენეჯერები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები  ეკონომიკურ საკითხებში. პარალელურად, გამოკითხვა ჩაატარდა  მომხმარებლებს შორის. ნომერ პირველი ოქროს ბრენდი სწორედ მათ დაასახელეს.

წელს, მე-17 “გოლდენ ბრენდის” დაჯილდოების ცერემონიაზე, პე ეს პემ მე 17-ედ მოიპოვა ოქროს ბრენდის ტიტული, იმ წარმატებისთვის რომელსაც კომპანიამ 2021 წელს მიაღწია.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …