მწვანე ქალაქი შავ ზღვაზე

თბილისი (BPI) – ქობულეთში მწვანე ქალაქი  180 ჰა -ზე  გაშენდება.  ინვესტორი ჩეხური კომპანიაა Green Resort -ი, რომლის დირექტორი სლოვაკეთის მოქალაქე ლევან შერაზადიშვილია.

₾500 მლნ-იანი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია პრემიერმა გამართა და 500 სამუშაო ადგილის შექმნაზე განაცხადა.

პროექტი გოლფის საერთაშორისო სტანდარტის  მოედნის მოწყობას ითვალისწინებს. რეკრეაციული ზონა მოიცავს სპორტის ყველა სახეობის სივრცეს.  აშენდება 250-ნომრიანი 5* სასტუმრო.




შემთხვევითი სიახლე

21-24 სექტემბერს ქ. თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს  ქ. თბილისში უმასპინძლებს ენერგეტიკის რეგულირების …