მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა.

წინა თვესთან შედარებით ფასების 2.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1.66 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.3 პროცენტი), კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.2 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (7.1 პროცენტი). ფასები 8.0 პროცენტით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.54 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიან იდექსზე. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონის მადნებზე და სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქციაზე (8.5 პროცენტი).

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.59 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.1 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (16.1 პროცენტი), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (35.5 პროცენტი); • სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 19.3 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.25 პროცენტული პუნქტით აისახა; • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები შემცირდა 1.4 პროცენტით, რამაც -0.13 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …