მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის ზრდამ 5.7% შეადგინა.

“საქსტატის” მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები 0.5%-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.38%-ული პუნქტით განისაზღვრა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1.2%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (2.3%).

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.28%-ული პუნქტით იმოქმედა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (7.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.9%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (16.6%); სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.28%-ული პუნქტით აისახა; ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: დაფიქსირდა ფასების 0.9%-იანი ზრდა, რამაც 0.14%-ული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …