„მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა

თბილისი (BPI) – „მტკვარი ჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ, საშუალო წლიური გამომუშავება კი 251.5 მლნ კვტ.სთ იქნება, ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.

როგორც 1tv-სთან თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, პროექტის 75 პროცენტი უკვე განხორციელებულია.

„მტკვარი ჰესი“ ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტია, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

მისივე თქმით, თითქმის სრულად აშენებულია სათავე ნაგებობა და შენობები, უკვე გაყვანილია 7,8 კმ სიგრძის გვირაბი, დარჩენილია 2 კილომეტრი.

„თანაინვესტირების ფონდმა“ „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარადგინა. საინვესტიციო მოცულობა $131 მლნ-ია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …