მსოფლიო ბანკი სოფლის მეურნეობის თემაზე ახალი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს

მსოფლიო ბანკი საზოგადოებას ახალ ანგარიშს – „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით”, წარუდგენს, რომლის პრეზენტაციაც 31 მაისს, 10:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შედგება.

აღნიშნულ ანგარიშში შეჯამებულია საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი დაბრკოლებები და შესაძლებლობები და ასევე ქვეყნის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის წვლილის ამაღლებისკენ როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ასევე დივერსიფიკაციაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებაში, სასურსათო უსაფრთხოებაში, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობასა და მისი ზემოქმედების შერბილებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და კერძო სექტორის, დონორი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რათა განიხილონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო რეფორმები, ასევე აგრო-სურსათის სისტემებთან დაკავშირებული დაბრკოლებები და მათი გადალახვისათვის აუცილებელი რეკომენდაციები.

ღონისძიებას გახსნიან:

სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.
გიორგი ხანიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
ეკატერინე გუნცაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ოლეგ თორთლაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
უინსტონ იუ, სექტორის ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკი.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …