მსოფლიო ბანკის პროექტ GREENBACK GEORGIA-ს ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკის სათავო ოფისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტ Greenback-ის მიდგომების საფუძველზე ფულადი გზავნილების გაციფრულების პერსპექტივების განხილვასა და პროექტში ჩართვისათვის პოტენციური პარტნიორების მოძიებას.

 

პროექტ Greenback-ის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო გზავნილების ეფექტიანობის ზრდასა და მათი სარგებლიანობის ამაღლებას, რაც კეთილდღეობის მომტანია როგორც ინდივიდუალურად ოჯახებისთვის, ასევე, ზოგადად, ეკონომიკისთვისაც.

 

აღნიშნული მიზნის მიღწევა უშუალოდ ფულადი გზავნილების გამგზავნთა და მიმღებთა საჭიროებების განსაზღვრისა და ფინანსური ჩართულობისა და ფინანსური განათლების ზრდის მიმართულებით შესაბამისი საპასუხო პროექტების დაგეგმვითა და განხორციელებითაა შესაძლებელი.

 

ფულადი გზავნილების სრულად გაციფრულების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა უნაღდო ანგარიშსწორების სერვისის იმ სავაჭრო ობიექტებში უზრუნველყოფაა, სადაც გზავნილების მიმღებები შესყიდვებს ახორციელებენ.

 

შესაბამისად, ელექტრონული გადახდების სისტემის ფართოდ გავრცელება უზრუნველყოფს ციფრული ფულადი გზავნილების უპირატესობების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.

 

შეხვედრის განმავლობაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოს ფულადი გზავნილების ბაზარი მიმოიხილეს და დამსწრეებს გზავნილების გამგზავნთა და მიმღებთა, ასევე, სავაჭრო ობიექტების მფლობელების ჩართულობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფების მთავარ მიგნებები გააცნეს.

 

პოტენციურმა პარტნიორებმა სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას დისკუსია გამართეს და გზავნილებისა და ელექტრონული გადახდების შესახებ ფინანსური განათლების კუთხით თანამშრომლობის შესაძლო გზები განიხილეს.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ფინანსური და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები: სს ბაზისბანკი; სს თიბისი ბანკი; სს კრედო ბანკი; სს ლიბერთი ბანკი; სს საქართველოს ბანკი; სს ტერა ბანკი; მისო „ემ ბი სი“; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; საქართველოს საბანკო ასოციაცია; ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები: German Sparkassenstiftung for International Cooperation (DSIK); MERCY CORPS; USAID.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …