მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ქალაქად ბანგკოკი დასახელდა

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ქალაქად, ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი დასახელდა. 1 წლის განმავლობაში ბანგკოკს 23 მლნ ტურისტი ეწვია, რომლებმაც ეკონომიკას 20 მლრდ დოლარი დაუტოვა.

Mastercard’s 2019 Global Destination Cities Index-ის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ქალაქების რეიტინგში მეორე ადგილზეა პარიზი, რომელსაც 2018 წელს 19 მლნ ტურისტი ეწვია, ხოლო მათმა წვლილმა ეკონომიკაში 14 მლრდ დოლარი შეადგინა.

ყველაზე პოპულარული ქალაქების TOP-10-ში მესამეა ადგილზეა ლონდონი, 19 მლნ ტურისტითა და ამ ტურისტებიდან 16.5 მლრდ დოლარიანი შემოსავლებით.

Mastercard’s 2019 Global Destination Cities Index-ის მიხედვით, 2018 წელს ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარული ქალაქები TOP-10-ში ორი თურქული ქალაქია: სტამბოლი და ანტალია, რომელსაც თავის მხრივ თურქეთის ტურისტული და კულტურული დედაქალაქ(ებ)ის სტატუსი დიდი ხანია აქვთ.

ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10-შია ასევე: დუბაი, სინგაპური, კუალა-ლამპური, ნიუ-იორკი, სტამბოლი, ტოკიო და ანტალია.

შემთხვევითი სიახლე

ყველაზე ხშირი დარღვევები სურსათის უვნებლობის მიმართულებით და მათი პრევენცია სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს ურჩევს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, 2025 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან 40 ათასამდე სახელმწიფო …