მსესხებლის დაგირავებული ქონების 40% ბანკებმა მიისაკუთრეს

თბილისი (BPI) – 10 თვეში დასაკუთრებული ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა.

ს&ბ -ის (საზოგადოება და ბანკები) კვლევით, აღსრულების ეროვნული ბიუროს რეალიზებული 1039 უძრავი ქონებან  514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკები –  411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114 (11%)  –  კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

დასაკუთრებული  ქონების რაოდენობა შემცირებულია. აუქციონის წესით 2017 -1 695; 2018 – 1 395 ქონება გასხვისდა.

მევახშეების სექტორი ლეგალურია, 20 სესხე ნაკლების გამცემი  დაურეგულირებელი,  (ე.წ. წვრილი იპოთეკარებზე მონაცემები არ არსებობს).

ს&ბ გამოსავალს სესხების ერთიან ბაზაში მოქცევაში ხედავს. აუცილებელია:

  • საზოგადოებაში ფინანსური განათლების ამაღლება;

    · სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება;

    · მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;

    ·პრობლემური სესხების მართვაში და რეალიზებაში მონაწილე აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …