მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, რომელიც მრავალბინიან სახლში გათბობის საერთო სისტემას შეეხება, მიუხედავად იმისა თუვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის –  მფლობელ მომხმარებლადრეგისტრირებული  – ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებულიბუნებრივიგაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობისწილის მიხედვით.

შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიცსაყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული.

აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება საცხოვრებელ ბინებში ინდივიდუალური (ე.წ. ცენტრალური) გათბობის სისტემებს.

მაგალითად, თუ გათბობის საერთო სისტემის საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური ქვე-მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატი კომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე – არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლეპირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარებააღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველებისსაშუალებით.

ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობის საერთო სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/დაალტერნატიული წყაროთი, გაზზედამოკიდებულების შემცირების მიზნით. (აღნიშნული მოთხოვნა არვრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულშენობა-ნაგებობებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთაძირითადი  კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდება 2025 წლამდე).

გათბობის საერთო სისტემით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema

 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …