ორბი ჯგუფი ბახმაროზე: მრავალბინიანის მშენებლობა არც იდეაში იყო და არც საზოგადოებისთვის დარჩა ეს დამალული

თბილისი (BPI) – აუთვისებელ ტერიტორიაზე 2 მლნ-ის ნაცვლად 100 მლნ-ის ინვესტირების ვალდებულება, 300 000  ახალი ტურისტი და 300 000 ტურისტის მომსახურე ათასობით ადგილობივის დასაქმება, – ბიზნესპარტნიორთან ორბი ჯგუფის დირექტორმა ბახმაროს პროექტის სიკეტეებზე ისაუბრა.

ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, რომ ბახმროში მრავალსართულიანი  კომპლექსის მშენებლობაზე საზოგადოების შიში უსაფუძვლოა და სატენდერო დოკუმენტში 10 წლიანი შეზღუდვაც აღნიშნული მიზნით  არის ჩადებული.

მისი განმარტებით, დათქმა არასწორად არის გაგებული და არ ნიშნავს, 10 წლის შემდეგ  მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობის  შესაძლებლობას.

„მრავალბინიანის მშენებლობა არც იდეაში იდო  და არც საზოგადოებისთვის დარჩა ეს ფაქტი დამამული“, – ეს კვერღელიძის თქმით ფიზიკურად შეუძლებლია გარემოსთან და ლანდშაფტთან შეუსაბამობაა, „როგორ შეიძლება გენგეგმას არ მივყვეთ“.

მისი თქმით, 100 მლნ-იან ინვესტიციაში 95% უცხოური იქნება, რაზეც პრიორიტეტი კეთდება. ადგილობრივ ფონდებთან კომუნიკაციის ამოცანა არ დგას. აღნიშნა, რომ ტენდერში ორბის კონკურენტული უპირატოსობა 100 მლნ-ის საინვესტიციოო ვალდებულებამ განაპირობა, როცა კონკურენტების შეთავაზება იყო – 2 მლნ. 

ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ აუთვისებელ კურორტზე, სადაც საკანალიზაციო ქსელი და ელემენტარული სერვისები არ არსებობს, სოლიდური ინვესტიციაზე განაცხადი იყო  მთავარი განმსაზღვრელი, რადგან  ბიზნესი სტანდარტულად ათვისებულ, ინფრასტრუქტურულად გამართულ ტერიტორიაზე საქმიანობას და ამონაგების მალე მიღებას ირჩევს.  4-სეზონიან კურორტზე დამატებით 300 000-ზე მეტი ტურისტი ჩავა. მათ სჭირდება გადაადგილება, კვება , სხვა მომსახურება, ათასობით ადამინი შრომა, მათ შორის აგრარულ სექტორში. პირდაპირი ეკონომიკური ეფექტის გარდა  მნიშვნელოვანია ადგილობრივების დასაქმება. დაცარიელებულ სოფლებში მათ დაბრუნების პერსპექტივა. ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულიდან დასაქმების მიზნით ბევრია წასული.

ამასთან კერღელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში 160-ზე მეტი კურორტია, თუმცა მათ შორის  მხოლოდ რამდენიმეა ცნობილი, მათ შორის არ არის ბახმარო, მისი უნიკალური თვისებების მიუხედავად და დღემდე დასვენებისთვის მოუხერხებელ კურორტად რჩება.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …