მოწევა 1 იანვრიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში იკრძალება

თბილისი (BPI) – 2020 წლის 1 იანვრიდან სტადიონებსა და სპორტული კომპლექსების ღია სივრცეში მოწევა იკრძალება.

თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, ახალი რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ.

როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე განმარტავს, მოწევა იკრძალება სტადიონის ტრიბუნებზე, თუმცა სტადიონის ადმინისტრაციებს შესაძლებლობა აქვთ მწეველთათვის ტერიტორიაზე შესაბამისი ადგილები მოაწყონ.

ბახტურიძეს მთავარ გამოწვევად ადმინისტრაციების მომზადებას მიიჩნევს, მათ უნდა უზრუნველყონ, კანონის შესაბამისად მოწევის ამკრძალავი ნიშნების განთავსება, გამოიყენონ აუდიოგამაფრთხილებელი სისტემები და მოახდინონ გულშემატკივართა ინფორმირება.

კანონის თანახმად, თამბაქოს მოწევს იკრძალება სასტუმროებში, მოქმედი კანონის შესაბამისად, მოწევა დაშვებულია სასტუმროების ნომრების 20%-ში. 1 იანვრიდან კი ყველა სასტუმრო ნომერი მოწევის აკრძალვას დაექვემდებარება.

სასტუმროებისა და სტადიონების ადმინისტრაცია მოწევის აღმოჩენის შემთხვევაში პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება 1000 ლარით განისაზღვრება, მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმის მოცულობა 2000 ლარამდე იზრდება.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …