მოსახლეობის 37% დღევანდელი დღით ცხოვრობს – სებ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის შესახებაა.

აღნიშნულ კვლევაში წერია, რომ მოსახლეობის 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს. ამასთან მოსახლეობის 37% დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს.

“ფინანსური დამოკიდებულებების მხრივ, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს (79%), ბევრი მათგანი კი სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფულის გრძელვადიანი მიზნებისთვის შენახვასთან შედარებით მეტ კმაყოფილებას ფულის ხარჯვა ანიჭებს (56%), ხოლო, 37% მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს”, – წერია კვლევაში.

ამასთან, სებ-ი წერს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში, სესხზე გადასახდელი პროცენტი, ინფლაცია და სხვა…

“ცოდნის მხრივ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კარგად ესმის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფულის ღირებულება დროში (76%), სესხზე გადასახდელი პროცენტი (89%), რისკი და უკუგება (79%), ინფლაცია (87%). საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს გააზრებული აქვს რისკის დივერსიფიცირება (54%), თუმცა, უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა მარტივი პროცენტის გამოთვლა (44%) და რთული პროცენტის არსის ახსნა (43%), ხოლო, ორივე ტიპის პროცენტი სწორად მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს ესმის. რაც შეეხება ფინანსურ ცოდნაში თვითშეფასებას, საქართველოს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია საკუთარ ფინანსურ ცოდნაში: ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მათ აქვთ საშუალო ფინანსური ცოდნა (65%), 21% მიიჩევს, რომ მათი ცოდნის მაჩვენებელი მაღალია, და მხოლოდ 12% აფასებს დაბალ დონეზე საკუთარ ცოდნას”, – ნათქვაია კვლევაში.

 

წყარო: https://bm.ge/

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …