მორისონი: ჩემი ვნება იყო ინსპირირებული საქართველოს გარემოთო

თბილისი (BPI) – პრემიერმა ეკოომბუდსმენად საქართველოზე შეყვარებული დევიდ მორისონი წარადგინა, რომელიც 2008 წლიდან საქართველოშია.

კავკასიის ბუნების ფონდის ხელმძღვანელობის 8-წლიანი და მაღალკვალიფიციური იურისტის 25-წლიანი გამოცდილება მას აფიქრებინებს, რომ უმთავრესია ერთმანეთის მოსმენა.

1-მოქმენა; 2-კოპირება/მორგება  3- მოქმედება  – მან სამოქმედო გეგმა წარმოადგინა და კერძო სექტორთან (საქართველოს ბანკი, ევექსი,თიბისი) წარმატებული საქმიანობის გამოცდილებაზე განაცხადა. შემოქმედებითი საიდუმლოება არის გადმოღება კარგად.

2008 -2016 წლებში, მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. განახორციელა მნიშვნელოვანი ინიციატივა – დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა“, – აცხადებენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საქართველოს მომავალი მწვანეა

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …