მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები და აღსრულების პოლიტიკა – შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე და Twinning-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ.

„1-ელი ნოემბრიდან ვიწყებთ კანონის აღსრულების პროცესს. შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი მიიღოს. მიმდინარე რეჟიმშია შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან – ბიზნეს ასოციაციებთან, ექსპერტულ ჯგუფებთან, მომხმარებლებთან. მადლობა მედიის წარმომადგენლებს აქტიური თანამშრომლობისთვის. ჩვენი საერთო მიზანია – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დროულად და სწრაფად მივაწოდოთ ინფორმაცია – როგორ და სად შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები. შესაბამისად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, კონკურენციის კულტურის გაძლიერების, ადვოკატირების პროცესის ეფექტიანად და სწორად წარმართვისათვის თქვენი მხარდაჭერა, რეკომენდაციები – მნიშვნელოვანია.

მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო. პროექტის მიზანია – ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება. შესაბამისად, ჩვენი მიზანია – ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, გაზიარების საფუძველზე საქართველოში დავნერგოთ, გავაძლიეროთ მომხმარებლის დაცვის მაღალი ხარისხი და კეთილსინდისიერი ქცევის კულტურა,’’- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიებაზე, რომელსაც ტელე, რადიო და ონლაინ მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, განხილულ იქნა – მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონი, კანონქვემდებარე აქტი და აღსრულების მექანიზმები. პრეზენტაცია წარადგინა – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა.

შეხვედრა დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც წარმოდგენილ იქნა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესახებ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და მიდგომები. პრეზენტაცია წარადგინა სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტმა მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, ნერინგა ულბაიტემ, რომელიც ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამსახურის ყოფილი დირექტორია.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …