მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერთაღლითები – საბანკო ასოციაცია

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერთაღლითები.

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერთაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას სთხოვენ.

„გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. შესაძლოა, ორგანიზებულ კიბერთაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საქართველოს საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და …