მომხმარებელთა ყოველი მე-6 მომხმარებელი საქართველოში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლია

თბილისი (BPI) – საქართველოს მომხმარებელთა 16% 2019 წლის პირველ კვარტალში ინტერნეტთავდასხმის მსხვერპლი გახდა, – მონაცემებს კომპანია „კასპერსკის ლაბორატორია“ ავრცელებს.

სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 16,13%, აზერბაიჯანში 18,28%, რომელიც მე-11 ადგილზეა ინტერნეტის საშუალებით შეტევა დაქვემდებარებულ ქვეყნებს შორის.

„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცამებით, 2018 წელს ასეთ შეტევას შეეჯახა საქართველოს მომხმარებელთა 26,62%, ერთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი  22,93% იყო. აზერბაიჯანში ეს წილი 2017 წელს 35,14%-დან გაიზარდა  35,88%-მდე, სომხეთში – 32,81% -დან 36,47%-მდე.

სულ 2019 წლის პირველ კვარტალში კომპანიის გადაწყვეტილებებმა ასახეს 843 მლნ.96 ათას 461 შეტევა, რომელიც ხდებოდა 103 ქვეყნის  ინტერნეტ-რესურსებზე და დაფიქსირებული იქნა 113 მლნ. 640 ათას 221 უნიკალური URL (მისამართები), რომლებზეც ამუშავდა  ვებ-ანტივირუსი.

ექსპერტები გირჩევთ  გამოიყენოთ ვებ-მოდულიანი ანტივირუსი, რომელიც იცავს მომხმარებლებს დასნებოვანებული ვებ-გვერდებიდან მავნე ობიექტების ჩამოტვირთვისაგან. ბოროტმზრახველები ან სპეციალურად ქმნიან მავნე საიტებს ან ტეხენ ლეგიტიმურ რესურსებს და იქ ათავსებენ სხვადასხვა დანიშნულების მავნე სკრიპტებსა და პროგრამებს, როგორებიც არიან:  კრიპტოვალიუტების დაფარული მაინერები,  კრიპტოგრაფ-გამომძალველების ამტვირთავები, პროგრამები პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვისათვის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …