მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში B კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღები საგამოცდო მანქანები განახლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა. მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.

მომსახურების სააგენტომ, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა. 2021 წლის დასაწყისში, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, ცოტა ხნის წინ კი ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა.

მასალის ვიდეო: https://youtu.be/QDGBnOZX7HY

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …