მოვუწოდებ ბიზნესს არ შეაჩერონ საინვესტიციო პროექტები – ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი

თბილისი (BPI) – კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი მოუწოდებს ბიზნესს არ შეაჩერონ წამოწყებული საინვესტიციო პროექტები და ამით ხელოვნურად არ შეუწყონ ხელი ეკონომიკის დაღმასვლას.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ბიზნესპარტნიორთან აღნიშნა, რომ კორონა ვირუსის ზეგავლენის ფონზე, მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის სწორი კომუნიკაციის არსებობა.

ამასთან, ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მკაფიოდ ჩანდეს ხელისუფლების პოზიცია და მთავრობა მზაობას გამოთქვამდეს გვერდით დაუდგეს კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს პრობლემები შეექმნება.

კომპანიიის დირექტორი საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …