მნიშვნელოვანია სადაზღვევო სფეროში ჯანსაღი კორპორატიული მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა – ირაკლი კოვზანაძე

„სადაზღვევო სფეროს ზრდის კარგი პოტენციალი გააჩნია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით მნიშვნელოვანია, სადაზღვევო  სფეროში ჯანსაღი კორპორატიული მართვის თანამედროვე მეთოდების და ელემენტების  დანერგვა, მათ შორის კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში. „ამ კუთხით ბევრია გასაკეთებელი, საჭიროა დამოუკიდებელი დირექტორის ინსტიტუტის შემოღება. ამ თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ TWINNING-ის პროგრამის შედეგები,“ -აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ამავდროულად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …