მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა – სებ-ის პრეზიდენტი

მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძის თქმით ინფლაციისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, სავალუტო ბაზრის თემაც.

აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს.

“ამასთანავე, ის განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა. გვენეტაძის თქმით ყოველივე ეს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს.  2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 1 მილიარდ 273 მილიონი  აშშ დოლარი მიაწოდა (მათ შორის 2020 წელს – 916 მლნ და 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 357)”, აცხადებს გვენეტაძე.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …