მინისტრი წლის ბოლომდე ლარის გამყარების წინაპირობას ხედავს

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ყველა წინაპირობაა იმისთვის რომ ლარი წლის ბოლომდე “გამყარებისკენ წავიდეს”.

მინისტრის თქმით, უკვე გატარებული ღონისძიებების გარდა, ეროვნულ ბანკს დაგეგმილი აქვს სხვა ტიპის ზომების გატარებაც ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. ამბობს, დეტალებზე ეროვნული ბანკი განაცხადებს.

„ოპტიმისტურად ვუყურებ ლარის ნაწილს. ერთი თვეა გაიწელა ეს პროცესი, მაგრამ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები, იძლევა საფუძველს, გვქონდეს ლარის გამყარებისკენ სვლის მოლოდინი”, – ამბობს მინისტრი.

შემთხვევითი სიახლე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს – ირაკლი კობახიძე

სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი …